დამატებითი ინფორმაციისთვის
დაგვიკავშირდით


2 233 005
2 508 444

 

   

ინტერნეტი დღითიდღე ვითარდება და მისი მომხმარებლების რიცხვი მსოფლიოში 1 მილიარდ 200 მილიონს აღწევს, საქართველოში 2011 წლის მონაცემებით 350 000 ინტერნეტ მომხმარებელი ფიქსირდება, რაც თითქმის 2 ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ასევე მნიშვნელოვანია ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკაც, რაც გულისხმობს საქართველოს სკოლების სრულ კომპიუტერიზაციას და ინტერნეტთან კავშირს უახლოეს მომავალში, რაც საბაბს გვაძლევს ვივარაუდოთ რომ ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდება.

კომპანია “BOOM”-ი ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში ამ დარგის განვითარებას, ჩვენს მიერ შეიქმნა მრავალი პროექტები რომელიც ეხმარება ინტერნეტ მომხმარებელს ინტერნეტის გამოყენებაში, ჩვენი პროექტებია: 

www.boom.ge  პირველი  ქართული საძიებო სისტემა, რომელიც ეძებს მხოლოდ ქართულ ინტერნეტ რესურსებს

www.currency.boom.ge - ყოველდღიური ვალუტის კურსი.

www. weather.boom.ge - ყოველდღიური ამინდის პროგნოზი, ავიარეისების განრიგი, მიკრო ავტობუსების და ავტობუსების განრიგი

www. news.boom.ge - ახალი ამბების პორტალი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოწოდებული სიახლეები

www.jobs.boom.ge - დასაქმების პორტალი სადაც განთავსებულია ვაკანსიები, ტენდერები, ტრენინგები,

www.announce.boom.ge - უფასო განცხადებების საიტი

www.links.boom.ge - ინტერნეტ კატალოგი

www.top.boom.ge - ქართული ინტერნეტ რესურსების სტატისტიკა

www.video.boom.ge - ვიდეო პორტალი

www.ecard.boom.ge - მისალოცი ბარათების პორტალია

www.photo.boom.ge - ფოტოკლუბი

www.chat.boom.ge - ჩატი, გაცნობა

www.forum.boom.ge - ფორუმი

www.cook.boom.ge - კულინარიული რეცეპტები

www.share.boom.ge - უფასო ფაილების ატვირთვის საიტი

www.fans.ge - მუსიკალური პორტალი

კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ რეკლამა “BOOM”-ი მიერ განხორციელებული პროექტებზე მისი არსის მიხედვით.


ჩვენს მიერ განხორციელებულ
უფასო ჰოსტინგის სისტემაში ამჟამად დარეგისტრირებულია 2300 მდე საიტი და ყველა ამ საიტზე რეკლამის დამკვეთს აქვს შესაძლებლობა განათავსოს ბანერი.
კომპანიების მოთხოვნებიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა შეგვექმნა სარეკლამო კომპანია საბანერო კუთხით და კომპანიებისათვის შეგვეთავაზებინა კომპლექსური რეკლამა საქართველოში არსებულ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ რესურსებზე, ასევე ჩვენი კარი ღიაა მათთვის ვისაც აქვს კარგი საიტი და სურს საბანერო რეკლამის გაყიდვა, ოღონდ საიტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს.

ერთ–ერთი პირველები ჩვენ ვანვითარებთ ქართულ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარს. რეკლამის დამკვეთები დადებითად აფასებენ მომხმარებელთა ზრდის ტემპებს, რაც აისახება კიდეც მათ მიერ სარეკლამო დაკვეთების ზრდის ტემპებზე. სხვა ნებისმიერი სარეკლამო სივრცისგან განსხვავებით რეკლამის დამკვეთები ღებულობენ ზედმიწევნით ზუსტ სტატისტიკასა და შეფასებებს რეკლამაზე გაწეული დანახარჯების უკუგების შესახებ. ჩვენი დამკვეთები არიან საქართველოს წამყვანი კომპანიები, რომელთა სარეკლამო ბანერებიც განთავსებულია ყველაზე პოპულარულ ქართულ რესურსებზე. ამასთან ჩვენ და ჩვენს დამკვეთებს მიგვაჩნია, რომ მხოლოდ იმ ვებ გვერდებზეა მიზანშეწონილი რეკლამის განთავსება, რომლებიც კონტენტს ლეგალური გზით მოიპოვებენ და არ მოდიან კონფლიქტში კანონმდებლობასთან. სწორედ ასეთი ტიპის საიტები არიან ჩვენი პარტნიორები.

ჩვენი კომპანია მზად არის ყველა ახალ და საინტერესო ინტერნეტ რესურსთან დაიწყოს თანამშრომლობა და განათავსოს ინტერნეტ რეკლამა.კომპანიების მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენ ვანხორციელებთ მათ ინტერნეტ მომსახურებას საბანერო კუთხითაც.

საუკეთესო სურვილებით , BOOM.GE

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2003 - 2012 Boom.ge
დამზადებულია Pro-Service-ს მიერ
სტატისტიკა | კონტაქტი